ნავიგაცია
 
რეკლამა

 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტის დიზაინი?
Total of answers: 48


მეგობარი საიტები


მეგობარი ბანერები





[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
Forum » სხვა და სხვა » საქართველოს კუთეები » ჭიათურა და მისი შემოგარენი (ჭიათურა)
ჭიათურა და მისი შემოგარენი
Date: ორშაბათი, 2008-06-02, 10:56 AM | Message # 1


ჭიათურა — ქალაქი საქართველოში, ჭიათურის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ყვირილას ნაპირებსა და მიმდებარე პლატოზე. ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. მოსახლეობა 13,8 ათასი (2002 წ.). ჭიათურა მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია ამიერკავკასიისა და ევრაზიის ტერიტორიაზე. მოიპოვებენ, აგრეთვე, უმაღლესი ხარისხის კვარცის ქვიშას, რომელიც საუკეთესო მასალაა შენობების მოსაპირკეთებლად. ქალაქში არის სარკინიგზო კვანძი (ზესტაფონ-საჩხერის ხაზი ჭიათურას აკავშირებს ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალთან). ქალაქს საფუძველი ჩაეყარა 1879 წელს, როდესაც აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო მანგანუმის მადნის მოპოვება.

ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (აკაკი წერეთლის სახელობის დრამატული თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მხატვრის სახლი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილიალები).

ჭიათურაში არის ჭიათურის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია, მღვიმევის მონასტერი (XII ს.). ქალაქის მახლობლად არის ქართული ხუროთმოძღვრების სხვა ძეგლები - შუა საუკუნეების ციხე და გამოქვაბულები "ჯარბელა", კლდეკარის გამოქვაბულები (სოფ. სვერის მახლობლად), სვერის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია (XIX ს.), სვერის ციხე-სიმაგრე (VII ს.) და სხვა.

ჭიათურიდან და ჭიათურის რაიონიდან იყვნენ ქართული კულტურის, განათლებისა და მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწენი: ვასილ წერეთელი, მიხეილ (მიხაკო) წერეთელი, იოსებ წერეთელი, ალექსანდრე წერეთელი, გიორგი (ვასილის ძე) წერეთელი, თინათინ წერეთელი, ბაბო წერეთელი, ნიკოლოზ (ნიკუშა) წერეთელი, თამარ წერეთელი, გრიგოლ (დავითის ძე) აბაშიძე, გრიგოლ (გრიგოლის ძე) აბაშიძე, ანდრო ბიწაძე, ივანე ბიწაძე, შალვა ბიწაძე, ვახტანგ გომელაური, ბესარიონ ჟღენტი, გიორგი ჭოღოშვილი, ბორის ხვედელიძე, გიორგი გველესიანი, იოსებ ყიფშიძე, დავით გამეზარდაშვილი, კონსტანტინე ფაღავა, ყარამან ფაღავა, ირაკლი ფაღავა, სიმონ ყიფშიძე, გიორგი აბაშიძე, გრიგოლ ფხალაძე, პეტრე გელბახიანი, კონსტანტინე მოდებაძე, დავით გამრეკელი, გიორგი დეკანოზიშვილი, ელეფთერ ღვალაძე, ვარლამ ღვალაძე, ევგენ ღვალაძე, აკაკი ბელიაშვილი, მიხეილ ვაშაძე და სხვანი; ქართული კულტურის მეცენატები: ვლადიმერ (ლადი) წერეთელი, გრიგოლ (ჯიბო) აბაშიძე და სხვ.

ზოგადი ცნობები რაიონის შესახებ
მოსახლეობა 56.430

მთავარი ქალაქი (მოსახლეობით) ჭიათურა (29,000)

მთლიანი ფართობი 542, 5 კვ.კმ.

მდებარეობა ზღვის დონიდან 200–900 მ.(საშუალოდ 300 მ.)

მრეწველობის ძირითადი დარგი მაღარო, ვაჭრობა, ტრანსპორტი

წარმოების ძირითადი მიმართულებები და პროდუქციის დასახელება:

* მაღარო (მანგანუმის მჟავა)
* კარიერები (წითელი მარმარილო, კვარცის ქვიშა, სამშენებლო მასალები)
* სოფლის მეურნეობა ( ჩაი, ღვინო, მეცხოველეობა)

ჭიათურის რაიონი მთავარი ქალაქი, ჭიათურა მდებარეობს პლატოზე, მდინარე ყვირილას ვიწრო ხეობაში. (ვიწრო, მაღლა მიმავალი ქვაფენილი ზესტაფონისკენ მიდის). ჭიათურა ზღვის დონიდან 340 – 500 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. იგი რკინიგზით თბილისიდან 220 კმ. დაშორებული. ჭიათურაზე გადის სარკინიგზო მაგისტრალი ჭიათურა-ზესტაფონი.

კლიმატი აქ საკმაოდ ტენიანია, სუბტროპიკული. ზამთარი შედარებით ცივი და მეტად მშრალია, ზაფხული – ცხელი. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,1 გრ. ცელსიუსით; იანვარში 2,4 გრ, ივლისში 23,1 გრ; აბსოლუტური მინიმუმი -20 გრ.; აბსოლუტური მაქსიმუმი 23,1 გრ. წლიური ნალექიანობა – 1100 მმ.

ჭიათურა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ცენტრია საქართველოში. ეს განპირობებულია მდინარე ყვირილას ხეობაში მანგანუმის მაღაროების შექმნითა და განვითარებით. ქალაქი ჭიათურა დაარსდა 1879 წელს, როდესაც ქართველი პოეტისა და საზოგადო მორვაწის ა.წერეთელის ინიციატივით დაიწყო მანგანუმის მოპოვება. საბადოების ცენტრალური ადგილები მდებარეობს მდინარე ყვირილას ორივე მხარეს ზემოდან გარს შემორტყმული მაღალი ციცაბო კლდეებით. გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ისინი მღვიმეში მდებარეობენ. სამრეწველო გარეუბნები 2-6 კმ. არის დაშორებული ქალაქიდან.

ზესტაფონი – ჭიათურას სარკინიგზო ხაზი დაკავშირებულია კავკასიონის ძირითად სარკინიგზო მაგისტრალთან. ზესტაფონი– ჭიათურა– ონი საავტომობილო მაგისტრალი დიდად მნიშვნელოვანია და უმოკლესია თბილისთან დასაკავშირებლად. ჭიათურა სატროლეიბუსო ხაზით უკავშირდება საჩხერეს. მოსახლეობა ქალაქებსა და სოფლებს შორის მოძრაობს ავტობუსებითა და საბაგირო ტრანსპორტით.

იცით თუ არა თქვენ, რომ:

*
ჭიათურის მანგანუმის საბადო ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში;
*
რაიონის კვარცის ქვიშას გააჩნია შესანიშნავი ღირებულებები მინის წარმოებისათვის;
*
რაიონის მრავალი ხეობა იძლევა უნიკალურ საშუალებას უფასო მთასვლელობისათვის.
-----------------------------49182953832534
Content-Disposition: form-data; name="smiles_on"

1


User.Ucoz.Com - Cyber Home


Forum » სხვა და სხვა » საქართველოს კუთეები » ჭიათურა და მისი შემოგარენი (ჭიათურა)
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

რეკლამა






ძებნა




TOP

 
სტატისტიკა




რეკლამა









დიზაინის ავტორი: NasTy